პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1969 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Back to top button