ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა“.

„არავითარი განსხვავებული აზრი და პოზიცია ფსევდოდემოკრატიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა“, – წერს ცოტნე ანანიძე. 

Back to top button