პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 19 და 20 წლის პირები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი -2005 წელს დაბადებული ს.ა. 2006 წელს დაბადებული ლ.ჯ. და ამავე წელს დაბადებული დ.ა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2005 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს.

იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები. უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ს.ა., ლ.ჯ. და დ.ა.

მომხდარიდან მალევე დააკავეს.პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Back to top button