ირაკლი კობახიძე: პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს

კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მშვიდობის პოლიტიკის მიმართ ნდობის გამოცხადების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს.

„კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა კონკრეტული ნება საპარლამენტო არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის, მშვიდობის პოლიტიკისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე.

გახსოვთ, რომ არჩევნებამდეც იყო გაშლილი კამპანია ხელისუფლების, მმართველი გუნდის წინააღმდეგ. პირდაპირი გარე ჩარევა იყო ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს“,- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button