
„მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ გადაცემაში „პოზიცია-LIVE” განაცხადა.
ხერხეულიძის თქმით, ყველა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და როგორი ვაჟკაცები არიან ისინი, ხოლო ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა აირჩია ჯოჯოხეთური გზა, სამი დღე და ღამე იმგზავრა ტრაილერში ჩაკეტილმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად და ისე წავიდა ციხეში.
„კიდევ გეუბნები, ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი, მე მინდა სწორი შეფასება, იმიტომ რომ გამოსავალი მალე ვიპოვო, ამ ქვეყანამ იპოვოს მალე. მიშა სააკაშვილი, ჯერ ეს ერთი არ არის ადამიანი, რომელთანაც ისე ახლოს იქნები, მეგობრული თვალსაზრისით გეუბნები, საჭირბოროტო, საყოველთაო საკითხებს შენს სასარგებლოდ გადაწყვეტს. არ აინტერესებს ამ ადამიანს, მასში ეს ხიბლი არ არის. მას ჰყავს საქმის პარტნიორები ქვეყნის შენების გზაზე, აკეთებს საქმეს ხარ მისი მოკავშირე, ხარ მისი მეგობარი.
დაუშავებ ამ საქმეს რამეს, საერთოდ დაავიწყდება ოდესმე თუ გიცნობდა. თუ ვინმე მიხეილ სააკაშვილს იცნობს, მისი ფსიქოტიპი არის ასეთი. ამიტომ, მე რამე პერსონალური არ გამაჩნია, კიდევ გეუბნებით, ყველა აღნიშნავს, რომ: “ეს ადამიანები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და რა ვაჟკაცები არიან”. იმან [მიხეილ სააკაშვილმა] რა გზა გამოიარა?! – ტრაილერში ჩაკეტილი სამი დღე და ღამე. ტრაილერით შემოვიდა ყოფილი პრეზიდენტი, როდესაც წამოვიდა იყო იმ დიდი ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი. აირჩია ეს ჯოჯოხეთური გზა, შემოვიდა ქვეყანაში და რა იყო ეს ქვეყანა, ან უშველიდა ამ ქვეყანას და გადაარჩენდა გარუსებისგან, ან მოხვდებოდა ციხეში, ან მოკლავდნენ. მოხვდა ციხეში, საკუთარი ნებით გაიარა ეს გზა, ესეც კი გვემეტევა ვთქვათ, რომ თითქოს ექსტრადირება მოხდა მიხეილ სააკაშვილის ამ ხელისუფლებას გადმოსცა თითქოს რომელიმე ქვეყანამ”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.