
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ეხმიანება აშშ-ის გადამდგარი ელჩის რობინ დანიგანის, მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პირად ინტერესს ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებს.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, გადამდგარი ელჩი არასწორად ტირაჟირებს და მას პასუხი ვერ გაუგია, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განცდა და ამავდროულად, ასეთი აღქმაც შეიძლება გაჩენილიყო, რომ პირადი მოტივიდან გამომდინარე, მოუწევდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუ პასუხის გაცემა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდისთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და არაფერი არ დგას მასზე მაღლა, მით უმეტეს პირადი საკითხები. „სამწუხაროა, რომ გადამდგარი ელჩი დანიგანი არასწორად ტირაჟირებს და მას ვერ გაუგია პასუხი, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა საპასუხოდ, როდესაც უარი უთხრა შეხვედრაზე. რეალურად, ფაქტია, რომ როდესაც სანქცირებული ადამიანის შეხვედრასთან იყო საკითხი დაკავშირებული, პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განცდა, ამავდროულად ასეთი აღქმაც შეიძლება გაჩენილიყო, რომ პირადი მოტივიდან გამომდინარე მოუწევდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუ პასუხის გაცემა. მაშინ როდესაც, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი „ქართული ოცნების“ გუნდისთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და არაფერი არ დგას მასზე მაღლა, მით უმეტეს პირადი საკითხები. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი ელჩი დანიგანი ამ განცხადებას აკეთებს, ან მას ვერ გაუგია უარის პასუხი, ან მიზანმიმართულად არის აღნიშნული საკითხი გავრცელებული. რომ არ შევიდეთ კონსპირაციებში საკითხის, ქალბატონ ყოფილ ელჩს მოვუწოდებდით, რომ ალბათ ჯობია ახალი თარჯიმანი აიყვანოს, რომელიც უკეთ გადაუთარგმნიდა შესაბამის პასუხს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძემ, ასევე, აღნიშნა ის საკითხი, თუ ვის მიერ იქნა აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერილი,რომ ინტერვიუ ჩაიწერა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პროპაგანდისტულ მაუწყებლობად ჩათვლილ რადიოში, ტრამპის მიერ გადაყენებულ ელჩთან.
„მნიშვნელოვანია ვინ ავრცელებს და სად ჩაიწერა ეს ინტერვიუ. ინტერვიუ ჩაწერა „რადიო თავისუფლებამ“. ორგანიზაციამ, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაციას ნათქვამი აქვს, რომ ეს არის პროპაგანდისტული არხი, მაუწყებლობა და მათ შორის გადამდგარ ელჩთან დაკავშირებული ინტერვიუ კიდევ ცალკე საკითხია, მეტი სიღრმეებში რომ არ შევიდეთ, ინტერესი კი არ შეიძლება არსებობდეს ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ ვრცელდება ისეთი ინფორმაციები, მოდი ასე ვთქვათ, როდესაც უარის პასუხსაც ვერ ან არ გაიგებს კონკრეტული პირი, შემდეგ ნებისმიერი მისი განცხადება სხვა შინაარსის წერილთან, თუ გაცვლილ ინფორმაციასთან დაკავშირებით დიდი ალბათობით, ისევ და ისევ ვერ, ან არ გაგების საკითხთან გვექნება საქმე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.