
წვალობენ ევროკორუმპირებულები, რომ როგორმე დააზიანონ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი სანქციებით, თუმცა სულ ტყუილად, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოზე მაღალი ფასეულობა არ არსებობს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
მისივე თქმით, საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტი არასდროს იქნება მონეტიზებული ბიძინა ივანიშვილის მიერ.
„წვალობენ ევროკორუმპირებულები, რომ როგორმე დააზიანონ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი სანქციებით, თუმცა სულ ტყუილად, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოზე მაღალი ფასეულობა არ არსებობს. გამოწერონ მორიგი სანქციები, აქვეყნონ ფარატინა რეზოლუციები, აზრი არ აქვს, რადგან ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი არასდროს იქნება მონეტიზებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ევროპარლამენტი ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს“, – წერს აბაშიძე.