“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი დარეჯან ცხვიტარია: არჩევნებს ჩვენ აუცილებლად ჩავშლით

ძალიან ბევრნი ვიქნებით, უკიდურეს ზომასაც მივმრთავთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას, გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებს აუცილებლად ჩაშლის.

“შიმშილობის აქციას მივმართავთ, ძალიან ბევრნი ვიქნებით და სხვადასხვა მოძრაობა იქნება ცალკე. ნაწილი დაჯდება საშიმშილოდ, ნაწილი გააკეთებს თავის საქმეს, არის ბევრი რაღაც, ყველაფრის თქმა ხომ არ შემიძლია. ძალიან ბევრი ხალხი იქნება დედაქალაქში ჩამოსული და ამ არჩევნებს ჩვენ აუცილებლად ჩავშლით. შეიძლება არჩევნებამდე არც მივიდეს ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ახლა ძალიან დიდი სანქციები წამოვა მათ საწინააღმდეგოდ.” – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

Back to top button