ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთის წინააღმდეგ „შეუპოვარი მებრძოლის“, ამავდროულად კი რუსეთის სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, კაია კალსის განცხადება ვიხილეთ, რომ თურმე, სომხეთს შავ ზღვაზე გასავლელ ქვეყნად ხედავს

„უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, კაია კალასის განცხადება, რომელიც სომხეთს შავ ზღვაზე გასასვლელ ქვეყნად ხედავს, ბევრმა მის გეოგრაფიულ უვიცობად მიიჩნია, მაგრამ ევროკომისარი ფიქრობს, რომ შავი ზღვის რეგიონის კავკასიურ ნაწილში აუცილებლად უნდა გაჩნდეს არეულობის ახალი კერა, რაც რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ააცილებს. ნიკოლეიშვილის თქმით, რაც შეეხება უვიზო რეჟიმის საქართველოსთვის გაუქმებას, ეს ცუდი გათვლაა, ვინაიდან ამით ხალხი ხელისუფლების დასამხობად ქუჩაში არ გამოვა, რის მიზეზადაც საქართველოში დასავლეთის გავლენის შემცირებას ასახელებს, სწორედ კაია კალასის მსგავსი ბიუროკრატების გამო.

„უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ ისე რა, მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში.

1. რუსეთის წინააღმდეგ „შეუპოვარი მებრძოლის“, სანქციების ინიციატორის, ამავდროულად კი, რუსეთის ბიზნეს და სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, ევროკომისარ კაია კალასის განცხადება ვიხილეთ, რომ ის თურმე, სომხეთს შავ ზღვაზე გასავლელ ქვეყნად ხედავს. ბევრმა, ქალბატონი კალასის ეს უტიფრობა, მის გეოგრაფიულ უვიცობად და სიბრიყვედ მიიჩნია. ნეტავ ასე იყოს, მაგრამ არა, კაია კალასი ფიქრობს, რომ შავი ზღვის რეგიონის კავკასიურ ნაწილში აუცილებლად უნდა გაჩნდეს დესტაბილიზაციისა და არეულობის ახალი კერა, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთისგან მომავალ საფრთხესა და სიმძიმის ცენტრს სხვაგან გადაატანინებს.

2. კაია კალასი რომ საქართველოს მიმართ მტრული დამკიდებულებით გამოირჩევა, ეს ცნობილი ფაქტია: დავუშვათ, მოსამართლეების დასანქცირებას აპირებენ (ან ამის უფლება ვინ მისცა!), რისთვის, თავიანთ ქვეყანაში სამართლის აღსრულებისათვის?

3. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეწყვეტას, ეს კი პირდაპირი მუქარა და შანტაჟია საქართველოს მოქალაქეების მიმართ, კალასი ფიქრობს, ამით ხალხი აღშფოთდება, ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას დაამხობს. ცუდი გათვლა აქვს ქალბატონ კალასს, ხალხი უკვე აღშფოთებულია ევრობიუროკრატებზე, რაც იმას ნიშნავს, ასეთი ევროკავშირი არავის სჭირდება! არავინ ისე არ დახმარებია დასავლეთის გავლენის შემცირებას საქართველოში, ვიდრე თავად დასავლეთი, ევროკავშირის კალასისმაგვარი ბიუროკრატების ხელით.

4. აზერბაიჯანი და სომხეთი, ერთმანეთში შეძლებისდაგვარად, შუამავლების გარეშე ლაგდებიან, რისი მაგალითიც კი შეიძლება ზანგეზურის დერეფანიც გახდეს. ამ დროს კი, ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი ერთ-ერთი ელჩის პირით, ინიციატივას და მზადყოფნას აჟღერებს, რომლის თანახმადაც, ამ ქვეყნებს რეალურად ზანგეზურის დერეფანზე, მარტივად რომ ვთქვათ, თავის (აშშ-ს) უფროსობას სთავაზობს. არ ვიცი, რის ფასად და რატომ შეიძლება ამ ინიციატივას სომხეთი ან აზერბაიჯანი დათანხმდნენ, მგონი ორივე კარგად ხვდება, რომ საგარეო პოლიტიკაში ზედმეტად ტკბილი ფოჩიანი კანფეტების დრო დამთავრდა. ზედმეტად ტკბილის მიღებას შაქრიანი დიაბეტი მოსდევს, საერთაშორისო ურთიერთობაში კი ამას, სავარაუდოდ განუკურნებელი შედგები ექნება, როგორც სომხეთისათვის ისე აზერბაიჯანისათვის, რაც მათ სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე უსათუოდ აისახება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Back to top button