
„სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ – არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის მუქარას, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.
აბაშიძის თქმით, ამჟამინდელ ევრობიუროკრატიაში აწინაურებენ ერთგულ, მაგრამ ჭკუათხელ სპეციალისტებს, მათთვის მთავარია უპირობო და უპრინციპო მორჩილება.
„სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ – არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე. მართალია ბრიუსელი გაშმაგებით ებრძვის განსხვავებულ აზრს და კრიტიკას მისი მისამართით, მაგრამ გლობალური კომუნიკაციების ეპოქაში, სიტყვის თავისუფლებას ვერ ჩაახშობ. ინტერნეტში უამრავი მამხილებელი მასალაა კაია კალასზე ესტონურად, ინგლისურად და სხვა ენებზე. გაცვდა ნარატივი, რომ თუკი რუსეთთან ვითომ მებრძოლ დასავლელ პოლიტიკოსს აკრიტიკებ, ხარ პრორუსი. კაია კალასის მეუღლის, რუსული ბიზნესებიდან მოხეირე არვო ჰალიკის შემთხვევაში, ეს უფრო სასაცილოა. მარტივად, შევადაროთ ერთმანეთს ესტონელი კაია კალასი და ევროკავშირის უწინდელი უმაღლესი წარმომადგენელი ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ესპანელი ხავიერ სოლანა. ცა და დედამიწა. სამწუხარო მოცემულობაა – ამჟამინდელ ევრობიუროკრატიაში აწინაურებენ ერთგულ, მაგრამ ჭკუათხელ სპეციალისტებს; მთავარია, უპირობო და უპრინციპო მორჩილება“, – წერს გია აბაშიძე.