ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა – პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა.

Back to top button