მამუკა მდინარაძე: კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში, ეს ერთ თვეში და ორ თვეში ვერ მოხდება, მაგრამ ქართველი ხალხი დაინახავს დინამიკას, როგორ ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი-LIVE” კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოში კორუფცია დავა ისეთ დაბალ ნიშნულზე, რომ ქვეყანა შევა მსოფლიო სამეულში.

„ჩვენ გამოვაცხადეთ და ბოლომდე გავიყვანთ ამას. კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, სულ რომ შევეწიროთ ამ ამბავს, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. ეს ერთ თვეში და ორ თვეში ვერ მოხდება, ბუნებრივი ამბავია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქართველი ხალხი დაინახავს დინამიკას, როგორ ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button