
„ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის საფრთხე არსად არ გამქრალა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს.
ნიკოლეიშვილის თქმით, 2008 წლის ხელისუფლების ნარჩენი, უსამშობლო აგენტურა, ევრობიუროკრატების მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ კი, საქართველოს უკვე ისეთ ომში ჩათრევას, რომელიც რა დროში ა ნ რა რაოდენობის მსხვერპლით დასრულდება არავინ არ იცის.
„ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის საფრთხე არსად არ გამქრალა. ბრიუსელის, კერძოდ ევროკომისარ კაი კალასის საბჭოური სტილის მუქარა, თუ „გამჭირვლობის კანონსა“, „ოჯახური „სიწმინდის კანონს“ უკან არ გაიწვევთ, ასევე, კონსტიტუციის დარღვევის გამო დაკავებულებს არ გამოუშვებთ, მაშინ ჩვენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას გაგიუქმებთო, ცხადია უბრალოდ შანტაჟი არ არის, არამედ საქართველოს მიმართ გამიზნული, მზაკვრული გეგმაა.
მათ საქართველოში მღელვარების გამოწვევა, შემდგომი აქციებითა და რევოლუციით, აი მერე კი უცხოელების მიერ დასმული, ცალ ფეხზე მოხტუნავე ხელისუფლება გვეყოლება. რა არის ეს ყველაფერი, ის რომ მონურად მორჩილი აგენტურა მეორე დღეს გახსნის მეორე ფრონტს რუსეთთან და წავიდა ჩვენი ქალაქების თუ სოფლების დაბომბვა და ჩვენი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სხვის ომში ჩახოცვა, ცხადია სამოქალაქო პირებშიც გველის დიდი მსხვერპლი.
დიდი ანალიზი არ სჭირდება, ომი მიმდინარეობს, არც ევროპელებს, არც უკრაინელებს და არც რუსებს მისი დასრულება არ სურთ, მარტივად რომ ავხსნათ, იმის გამო მილიარდობით ფულს შოულობენ, უკვე ზუსტი ციფრებიც არ არსებობს ან რამდენი უკრაინელი თუ რუსია დახოცილი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ საზარბაზნე ხორცი! 2008 წელი გავიხსენოთ, როგორ უპატრონოდ შეატოვეს მტერს ჩვენი სამხედროები თუ სამოქალაქოები, ცოცხლები თუ დახოცილები. თვითონ სად იყვნენ, იმ დროს ან საზღვრისკენ გარბოდნენ, მერე ტაშ-ფანდური გამართეს რუსთაველზე, მერე კი, თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცეს. 2008 წლის ხელისუფლების ნარჩენები და მემკვიდრეები გახლავთ დღევანდელი უსამშობლო აგენტურა, რომელიც ევრობიუროკრატების, კაია კალასისნაირების მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და მერე, საქართველოს უკვე ისეთ ომში ჩათრევას, თან რამდენი ხნით და რა მსხვერპლით კაცმა არ იცის. არ ვართ იმ ჭკუაზე კაია კალასის შანტაჟს შევეწიროთ, თვითონ რუსეთს სანქციებს უწესებდეს, მისი ოჯახი კი იგივე რუსეთთან მილიარდების საშოვნელად გამალებულ ვაჭრობაში იყოს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.