გია აბაშიძე: ზაფხულის არდადეგებზე ევროკორუფციულმა პარლამენტმა ჩალისფასიანი გზავნილი დაგვიტოვა – „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“, ანუ სანამ მათი ვასალები არ მიიტაცებენ ძალაუფლებას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, სსრკ-ს კომპარტიის ყრილობების თანამედროვე მონაწილეებად ქცეული ევროდეპუტატები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ აინტერესებთ და ფსონი აქვთ დადებული მონა-მორჩილ ნაცსექტაზე.

მისი თქმით, არავის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები.

„ზაფხულის არდადეგებზე ევროკორუფციულმა პარლამენტმა ჩალისფასიანი გზავნილი დაგვიტოვა – „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“, ანუ სანამ მათი ვასალები არ მიიტაცებენ ძალაუფლებას.

სსრკ-ს კომპარტიის ყრილობების თანამედროვე მონაწილეებად ქცეული ევროდეპუტატები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ აინტერესებთ და ფსონი აქვთ დადებული მონა-მორჩილ ნაცსექტაზე. და ვის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები და ა.შ. ამასთან, საინტერესოა, თუკი უკრაინას ჰყავს ე.წ. დემოკრატიული ხელისუფლება და ვითომ წინ გვისწრებს განვითარების პარამეტრებით, რატომ ამბობს კანცლერი მერცი, რომ 2034-შიც სათუოა უკრაინის ევრობლოკში მიღება?..“, – წერს აბაშიძე.

Back to top button