ლევან ნიკოლეიშვილი: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლანძღეს – ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებდა საერთაშორისო არენაზე, გმირად კი წარმოაჩინეს სულიერად არაქართველი, გაურკვეველი რჯულის, ქართულის არმცოდნე სალომე ზურაბიშვილი

„იცით, რა არის სამარცხვინო? ის, რომ რადიკალური ოპოზიცია იმდენად გაშიშვლდა, რომ არათუ პარტიული პროგრამა და პოლიტიკური მიზანი გააჩნიათ – უცხოელების თვალებში და ხელებში მიშტერებულები მხოლოდ, პერსონალურ შერაცხვაზე და გინებაზე არიან გადასულები. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლანძღეს – ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებდა საერთაშორისო არენაზე. გმირად კი წარმოაჩინეს სულიერად არაქართველი, გაურკვეველი რჯულის, ქართულის არმცოდნე სალომე ზურაბიშვილი. ეს არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. თუმცა გვახსოვს ისიც, მანამდე რა ეპითეტებით ამკობდნენ ამავე ზურაბიშვილს, როდესაც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ“, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის სტატუსს, რომელიც მან მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

მისი თქმით, როდესაც უკიდურეს რადიკალიზმში გადადიან, უცხოეთი სამშობლოზე ტკბილად წარმოუდგენიათ, შარვალს ნებით იხდიან, გინებით კი სხვას აგინებენ – სინამდვილეში კი ჩვეულებრივ წყალწაღებულ, ხელმოცარულ, სამარცხვინო ნაძირლებად ყალიბდებიან.

„იცით, რა არის სამარცხვინო? ის, რომ რადიკალური ოპოზიცია იმდენად გაშიშვლდა, რომ არათუ პარტიული პროგრამა და პოლიტიკური მიზანი გააჩნიათ – უცხოელების თვალებში და ხელებში მიშტერებულები მხოლოდ პერსონალურ შერაცხვაზე და გინებაზე არიან გადასულები. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლანძღეს – ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებდა საერთაშორისო არენაზე. გმირად კი წარმოაჩინეს სულიერად არაქართველი, გაურკვეველი რჯულის, ქართულის არმცოდნე სალომე ზურაბიშვილი. ეს არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. თუმცა გვახსოვს ისიც, მანამდე რა ეპითეტებით ამკობდნენ ამავე ზურაბიშვილს, როდესაც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვერც პოლიტიკოსად და ვერც ხულიგნად ჩამოყალიბებული ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე, რომელმაც ოკუპანტთან ბრძოლის გზად შარვლის ჩახდა და დაუბანელი უკანალის ჩვენება აირჩია, რაზე უნდა ილაპარაკოს? ერთი კი ფაქტია: როდესაც უკიდურეს რადიკალიზმში გადადიან, უცხოეთი სამშობლოზე ტკბილად წარმოუდგენიათ, შარვალს ნებით იხდიან, გინებით კი სხვას აგინებენ – სინამდვილეში კი ჩვეულებრივ წყალწაღებულ, ხელმოცარულ, სამარცხვინო ნაძირლებად ყალიბდებიან“, – წერს ნიკოლეიშვილი.

Back to top button