შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის ბრალდებით ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

Back to top button