პაპუაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ზაზა ნოზაძის ვიდეოკლიპს აზიარებს, სახელწოდებით „ლიბერალი ზაზები“.

„ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული „ენჯეოების“ და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა – კოდური სიტყვები, რომლებიც „დიფ სთეითის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს – „რუსეთუმე“, „პრორუსული“, „რუსული ჩარევა“.

თუმცა, სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც, წლების წინ, ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის „ლიბერალმა ზაზებმა“ ამხილეს“, – წერს პაპუაშვილი.

Back to top button