
„სოლოლაკში დავიბადე, საბურთალოზე გავიზარდე, ახლა შეგნებულად ამოვეწერე თბილისიდან და ძეგვში ჩავეწერე – ანუ, კახი კალაძე ჩემი ასარჩევი არაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელ ამომრჩეველს, სულ რომ ფანტასტიკურ ვერსიებს „ებარებოდნენ“ – სხვა მსგავსი, წონადი ალტერნატივა უბრალოდ არა აქვს“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილის თქმით, კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატურაზე ალტერნატივა არ ჰყავს.
„სოლოლაკში დავიბადე, საბურთალოზე გავიზარდე, ახლა შეგნებულად ამოვეწერე თბილისიდან და ძეგვში ჩავეწერე – ანუ, კახი კალაძე ჩემი ასარჩევი არაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელ ამომრჩეველს, სულ რომ ფანტასტიკურ ვერსიებს „ებარებოდნენ“ – სხვა მსგავსი, წონადი ალტერნატივა უბრალოდ არ ჰყავს.
კალაძის ოპონენტებმა ეს მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. საარჩევნო პროცესი დიდი ხანია ფარსად გადააქციეს, ყოველ ჯერზე საკუთარ ამომრჩეველს მათთვის რეპუტაციული ზიანის ხარჯზე (არაა „ნაცობა“ დღეს საამაყო პოზიცია) ემუდარებიან საარჩევნო უბნებში მისვლას – ყოველ ჯერზე მათი შემდგომი „გადაგდების“ მიზნით. კალაძეს საკუთარი ამომრჩევლის „გადაგდება“ აზრად არ მოსვლია არასდროს.
შეიძლება რაღაც არ გამოსდიოდა, შეიძლება მისი გუნდი ვერ მუშაობდა რიგ შემთხვევაში მწყობრად – მაგრამ კალაძე პრობლემებს გაქცეოდა ან დამალულიყო სადმე, ეს არც მინახავს და გამორიცხულიც არის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასარჩევი – მცხეთის მერია, ჩემი შვილების და შვილიშვილების ქალაქს მინდა ვუსურვო ღირსეული „მამასხლისი“. აქ კი – კახი კალაძეს ალტერნატივა არა ჰყავს…“, – წერს ქართველიშვილი.