
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა მიმოსვლის გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. ამჟამად დაწყებულია ჩოჩხათი- არჩეულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
pროექტის ფარგლებში სამუშაოები 11 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
ჩოჩხათში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს დეპუტატ რევაზ კვერენჩხილაძესთან ერთად დაათვალიერა.