
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბინას „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს – უცნობია გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება.
მისი თქმით, ვენის კონვენციის დამრღვევი გერმანიის ელჩი ბ-ნი ფიშერი, სხვადასხვა სასამართლოების მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი ხანდაზმულ თაღლითის, ხაზარაძის მეუღლისაგან ქირაობს ბინას, რომელიც, სავარაუდოდ ხელშეკრულებით გაფორმებული არა, რაც პატივცემული დიპლომატის მხრიდან აშკარად, კანონდარღვევას და პოლიტიკურ კორუფციას წარმოადგენს.
„თურმე, ნუ იტყვით და სანახევროდ მაინც გაცხადდა, რა კუჭის წვა ჰქონია გერმანიის, ამ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს ელჩს საქართველოში. თურმე რატომაა, როგორც გურულები იტყვიან ამხელა ყაზილარი გადმომდგარი დღედაღამ გზაშარაზე და ვიღაცების დავალებით საქართველოს ლანძღვის მეტს, რომ არაფერს არ აკეთებს. აგერ პატივცემულებო! ფაქტი სახეზეა.. სახელდობრ, არც მეტი და არც ნაკლები ვენის კონვენციას ხომ არღვევს და არღვევს ბ-ნი პიტერი თავისი ქმედებებით. მაგრამ იმავდროულად, როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან ბ-ნი ელჩის მხრიდან პოლიტიკურ კორუფციას უნდა ჰქონდეს ადგილი. კერძოდ, ვენის კონვენციის დამრღვევი გერმანიის ელჩი ბ-ნი ფიშერი, სხვადასხვა სასამართლოების მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი ხანდაზმულ თაღლითის ხაზარაძის მეუღლისაგან ქირაობს ბინას, რომელიც სავარაუდოდ ხელშეკრულებით გაფორმებული არა. რაც პატივცემული დიპლომატის მხრიდან აშკარად კანონდარღვევას და პოლიტიკურ კორუფციას წარმოადგენს“, – წერს გვენეტაძე.