ზაზა შათირიშვილი: ევრობიუროკრატია დღეს „დიფ სთეითის“ ხელით რომ იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება – საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ

ის, რომ ევრობიუროკრატია დღეს „დიფ სთეითის“ ხელით იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება. საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ, – ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში.

როგორც შათირიშვილი აცხადებს, ტრამპის და „დიფ სთეითის“ ე.წ. დაპირისპირებაში ყველაფერი დღესავით ნათელია და სწორედ ოლიგარქების კარნახით წარმოჩინდა დონალდ ტრამპი ჰეგემონად, ევროპა კი დემონსტრაციულად დააჩოქეს მის წინაშე.

„რაც შეეხება ტრამპისა და „დიფ სთეითის“ ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებას, აქაც ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. თუ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ ებრძვის, რასაც გვაჯერებენ ყოველდღიურად, ხოლო ევროპულ ბიუროკრატიას დანამდვილებით „დიფ სთეითი“ მართავს, ოლიგარქიული ოჯახები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ევროკავშირი აიძულეს, გადაედგათ კოლონიალისტური ნაბიჯები, რომელიც მათთან „დაპირისპირებულ“ ტრამპს გააძლიერებდა და გამარჯვებულ, ძლიერ პრეზიდენტად წარმოაჩენდა? ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ „დიფ სთეითმა“ ევროპა დემონსტრაციულად იმიტომ დააჩოქა აშშ-ის წინაშე მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ მათთან „მებრძოლი“ ტრამპის იმიჯი კიდევ უფრო გაეძლიერებინათ? ეს ხომ სრული აბსურდია! ამერიკის შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის ხელით, სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ დაუშვებდა პრეზიდენტ ტრამპის ჰეგემონად წარმოჩენას. ეს მოჩვენებითი დაპირისპირება მხოლოდ იმიტომ დასჭირდა „დიფ სთეითს“, რომ როგორმე საკუთარი შელახული და ფარდაახდილი იმიჯის რებრენდინგი მოეხდინა“, – აღნიშნულია შათირიშვილის წერილში.

ფილოსოფოსი საუბრობს მიმდინარე პროცესის მოკლევადიან მიზნებზეც და აღნიშნავს, „დიფ სთეითმა“ ევროკავშირის პოლიტიკური დისკრედიტაცია თითქმის სრულად მოახერხა, წევრი ქვეყნები გაავსო მიგრანტებით, წაართვა ევროპულ ქვეყნებს იდენტობა, ეროვნულობა და სუვერენიტეტი.

„რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე პროცესის მოკლევადიან მიზნებს – თუ ევროპული ბიუროკრატია „დიფ სთეითის“ მიერ თანამდებობებზე დანიშნული ხალხით იმართება და ამ აგენტურას რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ, ოლიგარქიული ოჯახები ამერიკას საერთოდ პირად საკუთრებად, თავიანთ ქვეყნად მიიჩნევენ და ამ ეტაპზე ყველაფერს აკეთებენ, რომ ამერიკაში პოზიციები მაქსიმალურად გაიმყარონ. არა ამერიკელი ხალხის, არამედ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებით მოქმედებს დონალდ ტრამპი და როგორც აღვნიშნე, მათ საკუთრებად მიჩნეულ ქვეყანას მაქსიმალურად აძლიერებენ გარე რესურსებით.

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჯერ კიდევ ამოცანად რჩება, თუ რისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს ოლიგარქიული ოჯახები, რა აქვთ თუნდაც მოკლევადიან მიზნად განსაზღვრული, რაზეც მეტ-ნაკლებად მკაფიო პასუხები არსებობს. მივყვეთ თანამიმდევრობით: „დიფ სთეითმა“ ევროკავშირის პოლიტიკური დისკრედიტაცია თითქმის სრულად მოახერხა, წევრი ქვეყნები გაავსო მის მიერვე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ინსპირირებულ ომებსა და სიდუხჭირეს გამოქცეული მიგრანტებით, წაართვა ევროპულ ქვეყნებს იდენტობა, ეროვნულობა და სუვერენიტეტი“, – წერს ზაზა შათირიშვილი.

Back to top button