ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა: თიანეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილია მოქმედი მერის კანდიდატურა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში კი „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს

მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს – ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში, „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს.

მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი – გოგი აბუაშვილიდუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს – კახაბერ ჩიტაურს, ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით – კობა გელაძეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button