ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მერები 6-დან 4 მუნიციპალიტეტში – ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ვარლამ წიკლაური, ბორჯომში – მამუკა გელაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, „ქართულ ოცნებას“ კანდიდატებად მოქმედი მერები ჰყავს წარდგენილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ბორჯომში კი – მამუკა გელაშვილი.

„სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში.

ესენია: 👇

✔️ ადიგენში გოჩა ქიმაძე

✔️ ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე

✔️ ახალქალაქში მელქონ მაკარიანი

✔️ ნინოწმინდაში ანივარდ მოსოიანი

✔️ ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური

✔️ ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button