ირაკლი კობახიძე: მერობის კანდიდატებად ცაგერში ჭაბუკი ჭაბუკიანს წარვადგენთ, ლენტეხში – გიორგი გაზდელიანს, ამბროლაურში – ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში – დავით ლობჟანიძეს

პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.

მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ორ მუნიციპალიტეტში – ცაგერსა და ლენტეხში კანდიდატებად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები წარადგინა, ამბროლაურსა და ონში კი – წარმატებული მეწარმეები.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს.

ესენია: 👇

✔️ ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი

✔️ ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი

✔️ რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში – ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში – დავით ლობჟანიძეს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

Back to top button