
თურქული მედია, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას ავრცელებს, სადაც კონკრეტული სქემები და ანგარიშის ნომრებია მითითებული.
გამოცემა aydinlik-ის ინფორმაციით, სადავო სქემის თანახმად, ზელენსკის ახლო გარემოცვა ყოველთვიურად, დაახლოებით, 50 მილიონ დოლარს რიცხავდა ორი კომპანიის ანგარიშზე, რომლებიც ანდრეი გმირინთან, კორუფციული სახსრების სავარაუდო მენეჯერთან იყვნენ დაკავშირებული.
მედიის ცნობით, ორივე კომპანია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (UAE) მდებარეობს. როგორც aydinlik-ი წერს, მსოფლიო პრესაში პირველად აქვეყნებენ გაერთიანებული საემიროების იმ ანგარიშებს, რომლებზეც კიევის კორუფციული სახსრები ირიცხებოდა.
aydinlik-ის სტატიაში განმარტებულია, რომ სახელმწიფო უძრავი ქონების ფონდის ყოფილი მრჩეველი, გმირინი ევროპაში საერთაშორისო გამოძიების ქვეშაა. კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს საფრანგეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კომპანიებისა და ფუფუნების პორტფელების რთული ქსელის შექმნის გამო. 2024 წლის ნოემბერში, ფრანგულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გმირინს ბრალი წაუყენეს 23 მილიონი ევროს ოდენობის კორუფციაში და ნიცაში, დაკითხვისთვის დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა წარდგენილია, პროცესის ნათელი ახსნა ან შედეგი არ არსებობს.