
ჯარში გაწვევის ასაკის მქონე 650 ათასზე მეტმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ ნაწილი მიმალვაშია. ვითარება უარესდება ჯარიდან გაქცევის კუთხითაც.
როგორც The Telegraph-ი წერს, ყოველ დღე 400 მეტი სამხედრო ფრონტის ხაზზე საკუთარ პოზიციებს ტოვებს და გარბის.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახლა ქვეყანაში ორი რეალობაა შექმნილი: მოსახლეობის ერთი ნაწილი ომობს, ხოლო მეორე საბრძოლო მოქმედებებს გაურბის.