
მაშინ, როცა კაცობრიობა მშვიდობის აღდგენას ელოდება და გულშემატკივრობს, ჩვენი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქტიურად იღვწიან ომის პროპაგანდისთვის. ოპოზიციისთვის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება კოშმარული სიზმარია, რომელიც რეალობად არ უნდა იქცეს! – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგების – გია ნოდიას, რომან გოცირიძისა და დავით დარჩიაშვილის განცხადებებზე.
მეგრელიშვილის თქმით, „ ისინი არა მხოლოდ უცხო ქვეყნის ომს ამართლებენ, არამედ მზად არიან საკუთარი ქვეყანაც ჩართონ გლობალურ დაპირისპირებაში – საკუთარი პოლიტიკური ან გარე ძალების ინტერესების გამო“.
„ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მიმართ ლოგიკურად დიდი ინტერესი არსებობდა. ეს შეხვედრა უნდა გამხდარიყო გზავნილი იმისა, რომ დამანგრეველი ომის დასრულება გარდაუვალი აუცილებლობაა და ამისთვის მზაობა რეალური იყო. ორი ლიდერის შეხვედრა მართალია ოფიციალურად კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა და მხოლოდ დიალოგის გაგრძელების პირობით შემოიფარგლა, მაგრამ რა თქმა უნდა პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ გადაწყდა და დალაგდა და ამას დრო აუცილებლად წარმოაჩენს. მაშინ, როცა კაცობრიობა მშვიდობის აღდგენას ელოდება და გულშემატკივრობს, ჩვენი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქტიურად იღვწიან ომის პროპაგანდისთვის.
ოპოზიციისთვის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება კოშმარული სიზმარია, რომელიც რეალობად არ უნდა იქცეს! ისინი არა მხოლოდ უცხო ქვეყნის ომს ამართლებენ, არამედ მზად არიან საკუთარი ქვეყანაც ჩართონ გლობალურ დაპირისპირებაში – საკუთარი პოლიტიკური ან გარე ძალების ინტერესების გამო. მაშინ, როცა მშვიდობაზე დაფუძნებული მომავლის შექმნა უპირველესი ამოცანაა, ოპოზიციური ძალა სწორედ ამ პერსპექტივას ებრძვის.
დღეს საჭიროა გონივრული ნაბიჯები და პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ინტერესები ვიწრო პოლიტიკურ თამაშებს არ შეეწიროს. ამ ფონზე რა თქმა უნდა უხერხულია დავით დარჩიაშვილი, გია ნოდია, რომან გოცირიძე აფასებდეს ტრამპისა და პუტინის შეხვედრას რადგან მათ პოლიტიკური მიკერძოების გამო გააჩნიათ მოვლენათა მიმართ ვიწრო თვალთახედვა, მათ არ სურთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რადგან იმ ომის ფონზე აქ ქართულ მიწაზე ომის გაჩაღება ბევრად რეალურია და საერთო დესტაბილიზაციის შანსებს ერთიორად ზრდის“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.