ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ია ფარულავა: იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები

„იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები“, – ამის შესახებ, ძალადობრივი აქციების ორგანიზატორმა ია ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციონერმა ტრამპი გააკრიტიკა. როგორც ფარულავა აღნიშნავს, ოპოზიციამ არ უნდა გალანძღოს ის ძალა, რომელიც რეჟიმისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.

„გვქონდა ერთი-ორი შეხვედრა და აი, ზუსტად ალასკის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე მათგანმა დადო სტატუსი, სადაც, ტრამპს აკრიტიკებს. ვერ გაიგეთ ხალხო თქვენ, რომ ძალით აქ ამერიკა არ შემოიჭრება, ძალით აქ ამერიკა ვერ გაგათავისუფლებთ ამ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებით, იმიტომ, რომ ამერიკამ ნახა, რომ ძალადობრივი მეთოდებით რეჟიმის შეცვლა არის არასწორი. ხალხს, საზოგადოებას უნდა უნდოდეს, ოპოზიციას უნდა უნდოდეს და არ უნდა ლანძღავდეს იმ ძალას, რომელიც უნდა დაგეხმაროთ“, – განაცხადა ია ფარულავამ.

 

Back to top button