
დღეს გამოქვეყნდა 2024 წლის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი, სადაც მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, მსოფლიოში 36-ე ადგილი და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სპეკულაცია ბრიუსელის და აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლასა და რუსულ ვექტორზე, რეალობას არის აცდენილი და ვისთვის არის ეს სიცრუე განკუთვნილი, როცა სიმართლეს ხელის გულზე დევს, გაუგებარია.
„პარადოქსების ხანაში გვიწევს ცხოვრება. ერთი მხრივ ევრობიუროკრატია ცდილობს მოაწყოს არეულობა ჩვენს ქვეყანაში, გაავრცელოს სიცრუე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მეორე მხრივ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშებში საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს.
ევროკომისია ეყრდნობა ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, გაერო და ა.შ.
საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების,“ „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის,“ „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“ და ა.შ. დღეს გამოქვეყნდა 2024 წლის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი, სადაც მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, მსოფლიოში 36-ე ადგილი და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას.
ასე, რომ სპეკულაცია ბრიუსელის და აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლასა და რუსულ ვექტორზე რეალობას არის აცდენილი და ვისთვის არის ეს სიცრუე განკუთვნილი, როცა სიმართლეს ხელის გულზე დევს, გაუგებარია“, – წერს ფოჩხუა.