
თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება – სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „პოლიტიკანებმა და უხარისხო ექსპერტებმა“ არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა – გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.
„თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება – სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
უდონო პოლიტიკანებმა და უხარისხო “ექსპერტებმა” ნამდვილად არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა – გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.
წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების საპასუხისმგებლო სფეროში და ანრი ოხანაშვილს პრემიერის მრჩევლად დასავლეთთან ურთიერთობების გამოწვევათა კომპლექსური ანალიზის საქმეში“, – წერს აბაშიძე.