
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მათ „აღშფოთება-შეშფოთებას“ საზღვარი არ აქვს, რაზეც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს.“
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ ან არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭვირვალობას მალავს, ამით კანონს არღვევს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის.
„არასამთავრობოების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედოთ. ცხადია, მათ „აღშფოთება-შეშფოთებას“ საზღვარი არ აქვს, რაზეც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს ( მანამდე ესენი “იპროტესტებენ” აქ). თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ/არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭვირვალობას მალავს ( ამით კი კანონს არღვევს) და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის. რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, ის როგორც ეს მიღებულია ჩვენს „სანატრელ ევროპაში“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.