
საამაყოა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, აქვს ნათელი და პასუხისმგებლობიანი ხედვა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების მიმართ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი დონალდ ტრამპის მიმართ, ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და სამართლიანობაზე იყოს დაფუძნებული.
„საამაყოა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, აქვს ნათელი და პასუხისმგებლობიანი ხედვა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების მიმართ. მისი ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, ხაზს უსვამს, რომ საქართველო მზადაა სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან აღადგინოს სამართლიანობით, სტაბილურობითა და ტრადიციული ღირებულებებით. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და დონალდ ტრამპის ხედვები გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებში თანხვედრაშია, რაც გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე.
პრეზიდენტი ასევე გამოხატავს სურვილს, რომ გარე პოლიტიკური გავლენების სტრუქტურების ზეგავლენა შემცირდეს. მაქვს რწმენა, რომ დონალდ ტრამპი მოეკიდება ამ გზავნილს გონიერებით და გულისხმიერებით და შეასრულებს მის როლს ძლიერი, სამართლიანი და უსაფრთხო პარტნიორობის დასამყარებლად“, – წერს ლევან კოჭლოშვილი.