„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ჯუმბერ იზორია: ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავხდე ჩხოროწყუს რჩეული ხალხის რჩეული

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჩხოროწყუში, ჯუმბერ იზორია, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

ჯუმბერ იზორიას განცხადებით, მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია ჩხოროწყუს მოსახლეობისთვის მერის პოზიციიდან.

„მე ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავხდე ჩხოროწყუს რჩეული ხალხის რჩეული. მეტის გაკეთება შემიძლია ამ პოზიციაზე, ვიდრე მე დღემდე გამიკეთებია. ყველა სოფელსა და უბანს უნდა მიეწოდებოდეს წყალი, ყველა უბანში უნდა შევიდეს გზა. ტურიზმის მიმართულება უნდა განვითარდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი, რომ ტურიზმი განვავითაროთ“,- აცხადებს ჯუმბერ იზორია.

Back to top button