
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მდინარაძის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ძალიან მნიშვნელოვანია.
„მამუკა მდინარაძეს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით. თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში, შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.