Le Figaro: მაკრონის რეიტინგმა 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს, 15%-ს მიაღწია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ნდობის რეიტინგი ექვსი პუნქტით დაეცა და 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს, 15%-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

„იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც მის სასარგებლოდ არ არის, მისი ნდობის რეიტინგი 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა – მხოლოდ 15% ენდობა მას. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე „ყვითელი ჟილეტების“ კრიზისის დროს იყო“, – წერს ფრანგული გამოცემა.

Back to top button