დავით ქართველიშვილი: საოცარი “სიტყვის და აზრის გამოხატვის” თავისუფლებაა “ლონდონაბადში” – ნებისმიერ ანტისამთავრობო, თუ ანტიმიგრაციული ხასიათის სტატუსები სოციალურ ქსელებში იქნება ამოღებული, ხოლო მათი ავტორების თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა

“ეს სამწუხაროა და არც ისე კარგი” – დონალდ ტრამპის თქმით, ის გაკვირვებულია, რომ დიდი ბრიტანეთი სოციალურ ქსელებში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. საოცარი “სიტყვის და აზრის გამოხატვის” თავისუფლებაა “ლონდონაბადში”, რასაც ასე “დემოკრატიულად” არეგულირებს,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში და მოჰყავს მაგალითები იმ კანონებისა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მიიღო დიდიმა ბრიტანეთმა სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მასობრივი დაპატიმრებები სოციალურ ქსელებში გამოხატული აზრის გამო.

„ეს სამწუხაროა და არც ისე კარგი” – დონალდ ტრამპის თქმით, ის გაკვირვებულია, რომ დიდი ბრიტანეთი სოციალურ ქსელებში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. საოცარი “სიტყვის და აზრის გამოხატვის” თავისუფლებაა “ლონდონაბადში”, რასაც ასე “დემოკრატიულად” არეგულირებს: საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონი (Public Order Act 2023) – მიღებულია 2023 წლის მაისში.

კანონი აფართოებს პოლიციის უფლებამოსილებებს პროტესტების შეზღუდვაზე: აწესებს ახალი ტიპის სამართალდარღვევებს, აქციების შეჩერების ახალ მექანიზმებს, გასცემს „მძიმე დარღვევების პრევენციის ორდერებს“, აკანონებს ახალ უფლებას ადამიანების გაჩხრეკაზე ეჭვის გარეშე. პოლიციისა და მართლმსაჯულების შესახებ კანონი (Police, Crime, Sentencing and Courts Act 2022) – მიღებულია 2022 წელს. აძლიერებს კონტროლს საჯარო შეკრებებზე და აფართოებს პოლიციის უფლებამოსილებებს პროტესტების შეზღუდვის მიმართულებით (Amnesty International და სხვა ორგანიზაციები მას უწოდეს „ბნელი დღე სამოქალაქო თავისუფლებისთვის“). ონლაინ-უსაფრთხოების შესახებ კანონი (Online Safety Act 2023) – მიღებულია 2023 წლის ოქტომბერში. ავალდებულებს ციფრულ პლატფორმებს წაშალონ „უკანონო“ ან „მავნე“ კონტენტი.

დაწესებულია ჯარიმები — £18 მილიონამდე ან წლიური შემოსავლის 10 %. კანონში გათვალისწინებულია ჟურნალისტური და „დემოკრატიულად მნიშვნელოვანი“ კონტენტის დაცვის მექანიზმებიც, მაგრამ: არსებობს საფრთხე, რომ კანონი გაზრდის წინასწარ ცენზურას, შესაძლოა მოხდეს დაშიფრული კომუნიკაციების გაკონტროლება, გამოთქმულია ბრალდებები „ონლაინ-დიქტატურის“ დანერგვაში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯიმ ჯორდანი იუწყება: 2023 წელს დიდ ბრიტანეთში შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის 12 183 ადამიანი დააკავეს. ბრიტანეთში საინფორმაციო სივრცეში ცენზურის ფუნქციებს ახორციელებდა Ofcom (Office of Communications) სახელით ცნობილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიღებული იქნა ჯერ კიდევ 2003 წელს საკმაოდ კეთილშობილური მიზნით – მოეხდინათ არასრულწლოვანთა (მათ შორის) დაცვა მათთვის ზიანის შემცველი ინფორმაციისაგან.

მაგრამ, მხოლოდ მოქმედი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პერიოდში Ofcom-მა მიიღო ტიპიური დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ფუნქცია: ნებისმიერ ანტისამთავრობო თუ ანტიმიგრაციული ხასიათის სტატუსები სოციალურ ქსელებში იქნება ამოღებული, ხოლო მათი ავტორების თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ მიზნით უკვე შეიქმნა სპეციალური პოლიციური დანაყოფი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიმინალური მდგომარეობის (მკვლელობები, გაუპატიურება, პედოფილები, ნარკოვაჭრობა და ა.შ.) ფონზე მოიცლის სოციალური “არასწორი” პოზიციის გამომხატველი მოქალაქეების დევნითა და დაკავებით. ამაში “ლონდონაბადმა” უკვე “ფრანცისტანსაც” გადაასწრო, მაგრამ მანიაკალური აკვიატებით აგრძელებს “შეშფოთებული აღშფოთებების” ექსპორტირებას ყველგან, გარდა საკუთარი გახრწნილი სოციუმისა. დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მასობრივი დაპატიმრებები სოციალურ ქსელებში გამოხატული აზრის გამო: დღეში დაახლოებით 30 ადამიანს აპატიმრებენ „საზიანო“ კონტენტის გამო – შემთხვევები მოიცავენ პოსტებსა და სტატუსებს Facebook/Twitter-ზე, სატირას და “მემებს”, კერძო დიალოგებს WhatsApp-ში. მსგავს რამეზე ადრე მხოლოდ საბჭოთა კავშირზე მსმენია – დღეს ევროსაბჭოთა სივრცემ, brexit-ის მიუხედავად ყველა ტოტალიტარულ რეჟიმებს “გადაუჯოკრა”“,- წერს ქართველიშვილი.

Back to top button