ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა მდინარაძეზე თუ ვინმე ფიქრობდა, რომ სუსში მისი ადგილი არ იყო, მწარედ შეცდა, ჯერ სად ხართ, კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება მოინატრონ, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და აგენტების გამოაშკარავება როცა დაიწყება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სუსის ანტიკორუფიციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმიანება.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობდა, რომ მამუკა მდინარაძის ადგილი სუსში არ იყო მწარედ შეცდა.

„მამუკა მდინარაძეზე თუ ვინმე ფიქრობდა, რომ სუსში მისი ადგილი არ იყო, მწარედ შეცდნენ. ჯერ სად ხართ, კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება მოინატრონ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებისა და აგენტების გამოაშკარავება როცა დაიწყება“, – წერს ნიკოლეიშვილი.

Back to top button