დავით ქართველიშვილი: მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუსის სათავეში მოსვლა, რომ რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა

„მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუსს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სუსმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე.

„მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუსს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა. იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი გვქონდა ლამის ერთმანეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე.

სქემა აპრობირებული იყო – მიწების სტატუსის გადაყვანით ერთი კატეგორიიდან მეორეში. ნუთუ მხოლოდ მდინარაძის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ უკანონობის სფეროში წესრიგის დამყარებაზე ზრუნვა? უპრეცედენტო ოდენობის ქრთამს, 400 ათას დოლარს ითხოვდა ვიცე-გუბერნატორი „გ.კ.“ უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან მის სახელზე ორი ჰექტარის დაკანონების სანაცვლოდ – აქედან „ავანსად“ ათობით ათასობით დოლარი ჰქონდა აღებული. მანამდე ჩვენ „გვეღირსა“ უკვე სხვადასხვა სამინისტროების ყოფილი სახელმძღვანელო რგოლის წარმომადგენლების კორუფციის მუხლით დაკავება. რით ვერ გაძეხით??? ამჟამად – მოქმედი მაღალჩინოსნების ჯერი დადგა. თანამდებობაზე დანიშვნის წინ – მამუკა მდინარაძემ დააანონსა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა. ღმერთმა ხელი მოუმართოს!“, – წერს ქართველიშვილი.

Back to top button