
გვახსოვს ალბათ, რა დღეში იყო და არის ოპოზიცია, არასამთავრობოები და მათი პროპაგანდისტი „რუპორ“ ტელევიზიები, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზე დამკვირვებლებადო. თითქოს ეს იყო ბოლო საკითხი რაც მათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. აჰა, აუსრულდათ ცელქებს სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირვებლად, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან და ცესკო-სგან სრული მზაობა და გამჭვირვალობაა არჩევნების ჩასატარებლად, საკითხავი კი ისაა, თუ შემდეგ კიდევ რა მიზეზს მოიგონებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
„გვახსოვს ალბათ, რა დღეში იყო და არის ოპოზიცია, არასამთავრობოები და მათი პროპაგანდისტი „რუპორ“ ტელევიზიები, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზე დამკვირვებლებადო. თითქოს ეს იყო ბოლო საკითხი რაც მათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. აჰა, აუსრულდათ ცელქებს სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირვებლად.
რატომაც არა, ცესკო ტექნიკურად სრულად გამართულია არჩევნების ჩასატარებლად, გამჭვირვალობა და ღიაობა კი ისედაც არ აკლიათ. ასე რომ „პრობლემას“ არავის არ ვუქმნით, პირიქით ხელისუფლებიდან და ცესკოდან მაქსიმალური ხელშეწყობაა არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად, აი, მერე რა მიზეზს მოიგონებ ეს უკვე ნაცნობი და ძალიან გაცვეთილი იაფ ფასიანი სცენარია“,- წერს ნიკოლეიშვილი.