ბოლნისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა სოფელ ჯავშანიანის, მუშევანისა და საბერეთის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას განიხილეს უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

მოსახლეობასთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მშვიდობის დიდ მნიშვნელობაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია განვითარების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა.

„მოხარული ვარ, რომ ერთნაირად ვაფასებთ ყველაზე ძვირფასს – მშვიდობას. სწორედ მისი წყალობით შეგვიძლია ვიფიქროთ განვითარებაზე, უკეთეს პირობებზე და იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი სოფლები უფრო კეთილმოწყობილი და კომფორტული. მჯერა, რომ ერთად აუცილებლად შევძლებთ ბოლნისის უკეთესი მომავლის შექმნას“, – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.

Back to top button