ირაკლი ბენდელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

ნაძალადევის რაიონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრას. ამჯერად, ზღვის უბნის დასახლების მე-3 მრ, მე-2 კვ, N28 კორპუსის მცხოვრებლებს შევხვდი.

ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევასაც სამომავლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ.

პირადად ვიზრუნებ, რომ არ დაიკარგოს არცერთი იდეა და პროექტი, რომელიც ზღვის უბნის მოსახლეობის უკეთეს მომავალს მოიაზრებს.

ჩემი მთავარი მიზანია, აქტიურად ჩავერთო მოქალაქეებისთვის კომფორტული და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში“, – აცხადებს ბენდელიანი.

Back to top button