
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასტრონომიულ ფესტივალს „გემო ფესტს“ დაესწრო.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მეწარმეებთან სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, გასტრონომიული ფესტივალი აერთიანებს ადამიანებს და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.
„ბორჯომის ცენტრალურ პარკში დავესწარი ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალს „გემო ფესტს“. გაცნობითი ხასიათის კომუნიკაცია მქონდა ადგილობრივ მეწარმეებთან, ვისაუბრეთ სამომავლო პერსპექტივებზე. მესხური კერძების პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. გასტრონომიული ფესტივალი აერთიანებს ადამიანებს და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას”, – წერს მამუკა გელაშვილი.