
ლონდონში ორგანიზაცია Palestine Action-ის აკრძალვა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქცია ქალაქის ცენტრში, პარლამენტის მოედანზე გაიმართა და მასში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. ბევრს ხელში ეკავა პლაკატები წარწერით: „მე ვეწინააღმდეგები გენოციდს, მე მხარს ვუჭერ Palestine Action-ს“.
პოლიციამ აქციის 425-ზე მეტი მონაწილე დააკავა. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, უმეტესობა აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს, 25-ზე მეტი ადამიანი კი პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვა საჯარო დანაშაულებისთვის.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Palestine Action-ი ივლისში აკრძალა, რის შემდეგაც ორგანიზაციის წევრობა ან მისი მხარდაჭერა კრიმინალურ დანაშაულად ითვლება, რომელიც 14 წლამდე პატიმრობით ისჯება.