
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე მმართველი პარტიის ყოფილი წევრების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადების თაობაზე სოციალურ ქსელში მოკლე პოსტს აქვეყნებს.
„სოფო ჯაფარიძის განცხადება „ოცნების“ ყოფილი წევრების შესახებ: გახსოვდეთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელსაც ვერც თქვენი შიდა და ვერც გარე გეგმები ვერასდროს ამარცხებს“, – წერს ცოტნე ანანიძე.