ნუკრი შოშიაშვილი: ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის, ამ იდეოლოგიის დამარცხება სასიცოცხლოდ აუცილებელია

ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის. ამ იდეოლოგიის დამარცხება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, – წერს ისტორიკოსი, ნუკრი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში.

შოშიაშვილის განცხადებით, „პროვინციელ ლიბერალებს“ საქართველოში საბედნიეროდ არ შესწევთ ძალა განახორციელონ მსგავსი ქმედება, მისივე თქმით, მათი „პარპაში“ სამუდამოდ უნდა დასრულდეს, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.

„ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის. ამ იდეოლოგიის დამარცხება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.

ჩვენ გვყავს უკვე უამრავი ლიბერალური ტერორის მსხვერპლი.

პრაქტიკულად მოწამეები გვყავს, რომლებიც მხოლოდ სიტყვის თავისუფლების გამო მოკლეს!

ჩვენ პროვინციელ ლიბერალებს ამის უნარი რომ ჰქონდეთ არც კი დაფიქრდებოდნენ, საბედნიეროდ ამის თავი არ აქვთ! საჭიროა როგორც გლობალურად, ისე ადგილზე ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს მათი პარპაში!

ეს არის ბაცილა, რომელიც ჩვენი სოციალური სხეულიდან უნდა მოვიცილოთ!“- წერს ნუკრი შოშიაშვილი.

ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.

Back to top button