ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: დღეს ბორჯომი არის მუნიციპალიტეტი უკეთესი ჯანდაცვითა და სოციალური პროგრამებით, განათლების ახალი სასწავლო სივრცეებით და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით

„მოქალაქეებთან აქტიური შეხვედრების პროცესი გრძელდება“, – აცხადებს „ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში თითოეული მოქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული და ყველა ინიციატივა საზოგადოების მაღალი ჩართულობით განხორციელდება, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოქალაქეებთან აქტიური შეხვედრების პროცესი გრძელდება. დღესაც, მაღალმთიანი სოფლების – ტაბაწყურის, მოლითის, ჭიხარულას და ბალანთის მცხოვრებლებთან ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, მოქალაქეებისგან მოვისმინეთ საჭიროებები და მათი იდეები. დღესვე, ადგილობრივებს წარვუდგინე ტაბაწყურის და ბალანთის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ანდრუში ირიციანი და არაიკ ანტონიანი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაღალმთიან სოფლებში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ამას მოქალაქეები თავადვე აღნიშნავენ. რეაბილიტირდა 14 კმ გზის მონაკვეთი, მოეწყო სკვერები და სპორტული მოედნები, განახლდა რიტუალების დარბაზი და სხვა.

დღეს ბორჯომი არის მუნიციპალიტეტი უკეთესი ჯანდაცვითა და სოციალური პროგრამებით, განათლების ახალი სასწავლო სივრცეებით, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით“, – წერს მამუკა გელაშვილი.

Back to top button