ბოლნისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა მაღალმთიანი სოფლების ჭრეშის, წიფორის, ხახალაჯვარისა და დარბაზის მცხოვრებლებს შეხვდა

ბოლნისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა მაღალმთიანი სოფლების ჭრეშის, წიფორის, ხახალაჯვარისა და დარბაზის მცხოვრებლებს შეხვდა.

„დღეს მაღალმთიანი სოფლების: ჭრეშის, წიფორის, ხახალაჯვარისა და დარბაზის მცხოვრებლებს შევხვდი. სოფლის ხალხი განსაკუთრებულად აფასებს იმ ნაბიჯებს, რაც მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერისთვის გადაიდგა – ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ საერთო მიზნის ნაწილია, რომ საქართველოს ყველა კუთხეს თანაბრად ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა და ადგილობრივებმა საკუთარ სოფელში ცხოვრების სურვილი შეინარჩუნონ. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც უკვე განხორციელდა და მომავალ გეგმებზეც.ასევე შევხვდი ტანძიის მოსახლეობას.

მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს. ვიცი, რომ ამ თემაზე მუშაობა წლებია გრძელდება. ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად შევისწავლი სიტუაციას და შესაძლებლობების ფარგლებში, ძალისხმევას არ დავიშურებ საკითხის გადასაწყვეტად.

მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გულწრფელი საუბრისთვის და სითბოსთვის მადლობა თითოეულს. თქვენგან მიღებული ენერგია ყველაზე დიდ ძალას მაძლევს. ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ გამარჯვებას“, – აცხადებს ჭითანავა.

Back to top button