
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღება და უკრაინის ორი მოქალაქის დაკავება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხეები არსებობს. თუმცა, მთავარი კითხვა ახლა ის არის, ვის აწყობს საქართველოში დესტაბილიზაცია, მით უმეტეს არჩევნების წინ“.
მისივე თქმით, სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია არა მხოლოდ კონკრეტული ტერორისტული აქტის აღკვეთას ნიშნავს, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასაც. სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს როგორც შიდა დესტრუქციულ ძალებს, ასევე გარე ჩარევის მცდელობებს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღება და უკრაინის ორი მოქალაქის დაკავება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხეები არსებობს. თუმცა, მთავარი კითხვა ახლა ის არის, ვის აწყობს საქართველოში დესტაბილიზაცია, მით უმეტეს არჩევნების წინ?
პირველ რიგში, აშკარაა, რომ ასეთი ქმედებები ხელს აძლევს რადიკალურ ოპოზიციას. ისინი ვერ ახერხებენ საზოგადოების მხარდაჭერის დემოკრატიული გზით მოპოვებას და ამიტომ ცდილობენ, პროცესები კრიზისისკენ წაიყვანონ. შიში, ქაოსი და პოლიტიკური არეულობა სწორედ ის ფონი იქნება, რომელზეც რადიკალური ჯგუფები საკუთარ დღის წესრიგს გაატარებენ.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინული მხარის ინტერესები. ბოლო პერიოდში აშკარად შეიმჩნევა მცდელობა, საქართველოზე ზეწოლა განხორციელდეს და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ძალები მოვიდნენ, რომლებიც მეტად დამყოლნი და სასურველნი იქნებიან კიევისთვის. არ არის საიდუმლო, რომ გარკვეული უკრაინული პოლიტიკური ელიტა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
ამ კონტექსტში სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია არა მხოლოდ კონკრეტული ტერორისტული აქტის აღკვეთას ნიშნავს, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასაც. სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს როგორც შიდა დესტრუქციულ ძალებს, ასევე გარე ჩარევის მცდელობებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი პროფესიონალიზმი და ეფექტური მოქმედება, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის თითოეულ თანამშრომელს“, – წერს ჩიხელიძე.