ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინის ხელისუფლება, უნიათო ზელენსკის ხელმძღვანელობით მუდმივად ცდილობს საქართველოს დისკრედიტაციას და ხშირად არცთუ მეგობრულ პოზიციას იკავებს. ახლა კი გამოჩნდა, რომ სწორედ უკრაინის მხრიდან იქნა შემოტანილი დიდძალი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე

„ხშირად ვაცხადებთ და ნამდვილად ვუჭერთ მხარს უკრაინასა და მის ხალხს, მით უფრო მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინგრევა და ნადგურდება ეს ქვეყანა ომის შედეგად. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი ხელისუფლება – უნიათო ზელენსკის ხელმძღვანელობით – მუდმივად ცდილობს საქართველოს დისკრედიტაციას და ხშირად არცთუ მეგობრულ პოზიციას იკავებს. ახლა კი გამოჩნდა, რომ სწორედ უკრაინის მხრიდან იქნა შემოტანილი დიდძალი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე“, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სუს -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.

ნიკოლეიშვილის თქმით, გამოძიება დაადგენს, საქართველოში გეგმავდნენ თუ არა რაიმე აფეთქებას, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია სურდათ ტრანზიტულად გამოეყენებინათ სხვა ქვეყნის საზიანოდ.

„ხშირად ვაცხადებთ და ნამდვილად ვუჭერთ მხარს უკრაინასა და მის ხალხს, მით უფრო მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინგრევა და ნადგურდება ეს ქვეყანა ომის შედეგად. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი ხელისუფლება – უნიათო ზელენსკის ხელმძღვანელობით – მუდმივად ცდილობს საქართველოს დისკრედიტაციას და ხშირად არცთუ მეგობრულ პოზიციას იკავებს. ახლა კი გამოჩნდა, რომ სწორედ უკრაინის მხრიდან იქნა შემოტანილი დიდძალი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე.

გამოძიება დაადგენს, საქართველოში გეგმავდნენ თუ არა რაიმე აფეთქებას, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია სურდათ ტრანზიტულად გამოეყენებინათ სხვა ქვეყნის საზიანოდ. ამ ეტაპზე კი, სანამ გამოძიება გრძელდება და დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, თავს ვალდებულად ვთვლი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ თანამშრომლებს – ყოვლისმომცველი საფრთხის აღკვეთისა და დამნაშავეების დაკავების გამო“, – წერს ნიკოლეიშვილი.

Back to top button