ვატო შაქარიშვილი: ისევ ტრაილერი, ისევ უკრაინული სპეცსამსახურები, ისევ ლორთქიფანიძე, ისევ თვითმმართველობის არჩევნები და ისევ ბომბი – ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის საფრთხე კვლავ აქტუალურია და ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება

„ისევ ტრაილერი, ისევ უკრაინული სპეცსამსახურები, ისევ ლორთქიფანიძე, ისევ თვითმმართველობის არჩევნები და ისევ ბომბი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილი მიმოიხილავს განვლილ წლებს და მოქმედებებს, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის, რევოლუციის მოსახდენად განხორციელდა და ასევე მეორე ფრონტის გასახსნელად მიმდინარეობდა. მოქმედებები, რომელიც „დიფ სთეითის“ მიერ ხორციელდება უკრაინის ომის გახანგრძლივებისთვის და ფარგლების გაზრდისთვის.

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებიც უნდა მოუგონ ახალაიას, ლორთქიფანიძეს და ყველა იმ დამნაშავეს, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

„ისევ ტრაილერი, ისევ უკრაინული სპეცსამსახურები, ისევ ლორთქიფანიძე, ისევ თვითმმართველობის არჩევნები და ისევ ბომბი დღეს სადავო აღარ არის ის ფაქტი, რომ ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსხურები უკრაინის ომს წლების განმავლობაში ამზადებდნენ, ამ პროექტში კი, საკვანძო როლი იქონია „მაიდანის” სისხლიანმა გადატრიალებამ. ასევე, ამზადებდნენ ხელსაყრელ ვითარებას საქართველოშიც და 2021 წელს სატვირთო ტრაილერით შემოაგზავნეს სააკაშვილი იმისათვის, რომ მომხდარიყო რევოლუცია და საქართველოში მოეყვანათ აგენტურული ხელისუფლება, რომელიც 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ომის დაწყების პარალელურად ჩვენი ქვეყნიდან გახსნიდა მეორე ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ.

ამ ოპერაციის განხორციელება აღკვეთა ქართულმა სახელმწიფომ. შემდეგ იყო, ღია მოწოდებები ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ელჩის გაწვევა, შანტაჟი, ზეწოლა, კანდიდატის სტატუსის დაგვიანება, გამჭვირვალობის კანონის რუსულად გამოცხადება, მოლაპარაკების ეტაპის გადადება და არაერთი რევოლუციური ფაზა. მაგრამ საწადელს მაინც ვერ მიაღწიეს და ახლა, როცა Deep State-ის ევროპული ბიურო ე.წ. მსურველთა კოალიცია(მაკრონი, მერცი, სტარმერი და ა.შ.) ყველანაირად ცდილობს არ დაუშვას უკრაინის ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება, კიდევ უფრო იზრდება მეორე ფრონტის გახსნის სურვილი, ამისთვის კი, მათ საქართველოში სჭირდებათ აგენტურული ხელისუფლება.

ტერორისტული აქტები უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან, არაერთი გვინახავს – ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენის აფეთქება; ყირიმის ხიდის აფეთქება; რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები; უკრაინული კვალი იკვეთებოდა პოლონეთის სოფელში ორი რაკეტის აფეთქების უკანაც… ეს მცირე ნაწილია იმ ქმედებებისა, რასაც „გლობალური ომის პარტია” ახორციელებს უკრაინის ომის გახანგრძლივების და მისი საზღვრების გაფართოებისთვის. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები მოლდოვაში, დნესტრისპირეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო და უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის საფრთხე კვლავ აქტუალურია და ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ეს არჩევნებიც უნდა მოვიგოთ, ლორთქიფანიძეს, ახალაიას და ყველა იმ დამნაშავეს, ვინც წლებია საქართველოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და ღიად მტრობს ჩვენ ქვეყანას, საბოლოოდ უნდა მივუჩინოთ შესაფერისი ადგილი!!!!“, – წერს ვატო შაქარიშვილი.

Back to top button